ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულმა ძალებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა


პროდემოკრატიული ძალები ჰონგ-კონგის ადგილობრივ არჩევნებში სრულ გამარჯვებას ზეიმობენ. ხმის მისაცემად ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა მივიდა. ეს ის ძალებია, რომლებმაც პეკინს შთამბეჭდავი დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ოპოზიციის კანდიდატებმა არჩევითი თანამდებობების 90 პროცენტი მოიპოვეს. ახლა დემოკრატები 18-იდან 17 საოლქო საბჭოს გააკონტროლებენ. ადრე მათ არცერთის გაკონტროლება არ შეეძლოთ.

არჩევნები ჩინეთის მომხრე ძალებისთვის მიყენებული სერიოზული სიმბოლური დარტყმა იყო და მიანიშნებს, რომ დემოკრატიულ მოძრაობას უწყვეტი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

არჩევნებს, ჰონგ-კონგის კვაზი-დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში, ძალთა ბალანსის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა არ შეუძლია. ამის მიზეზია ის, რომ საოლქო საბჭოებს მხოლოდ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტა შეუძლია, როგორიცაა ხმაურზე საჩივრების განხილვა და ავტობუსის გაჩერების ადგილების დადგენა. მაგრამ, ეს საზოგადოებრივი აზრის საიმედო მაჩვენებლად ითვლება, რადგან ჰონგ-კონგში ის ერთადერთი, სრულად დემოკრატიული არჩევნებია.

პეკინისადმი მეგობრულად განწყობილმა ჰონგ-კონგის მმართველმა განაცხადა, რომ მთავრობა არჩევნების შედეგებს პატივს სცემს, ის საზოგადოების წევრების მოსაზრებებს მორიდებით მოისმენს და მასზე სერიოზულად იფიქრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG