პარასკევს, ჰონგ-კონგის მთავრობამ, ბრიტანული კოლონიური ეპოქის საგანგებო ზომების კანონი გამოიყენა და ხალხს საჯარო საპროტესტო გამოსვლების დროს, სახეზე ნიღბების გამოყენება აუკრძალა.
ჰონგ-კონგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიციალურმა პირმა, ქერი ლემმა გამოიყენა საგანგებო წესების კანონი, რომელიც უკანასკნელად 1967 წელს, არეულობის ჩასახშობად გამოიყენეს.
კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისს მათთვის, ვისაც ნიღბის ტარების კანონიერი საჭიროება აქვს.
ნათელი არ არის, თუ მთავრობა როგორ აპირებს ნიღბების აკრძალვის დანერგვას ქალაქში, სადაც 7.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი ნიღაბს დაბინძურებული ჰაერისგან და ინფექციებისგან თავის დასაცავად ატარებს. ქალაქში ერთ-ერთი ასეთი მძიმე ინფექცია, მწვავე რესპირატორული სინდრომი, 2003 წელს იყო გავრცელებული.
Facebook Forum