ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგელ აქტივისტს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს


ჯოშუა უონგი

დემოკრატიის მომხრე აქტივისტ ჯოშუა უონგს, რომელიც ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სახეა, ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ოფიციალურად აეკრძალა. უონგი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პეკინის მხრიდან ჰონგ-კონგის არჩევნებზე ზეწოლას ადასტურებს.

აქტივისტმა დღეს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა საარჩევნო კომისიიდან მიღებული ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი კანდიდატურა უკანონოა. უონგი აცხადებს, რომ ის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისგან დაბლოკეს.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება ჰონგ-კონგის მთავრობამაც გააკეთა. მთავრობის პრესსპიკერის წერილობითი განმარტება ამბობს, რომ ჯოშუა უონგის კანდიდატურა არჩევნებიდან იმის გამო მოიხსნა, რომ ის მხარს უჭერს ჰონგ-კონგის თვითაღიარების უფლებას.

უონგი ერთ-ერთია 3 სტუდენტ აქტივისტს შორის, რომელთა ლიდერობითაც, 2014 წლის სექტემბერში ჰონგ-კონგში ე.წ. ქოლგების რევოლუცია დაიწყო. მაშინ 23 წლის ჯოშუა უონგი, ნათან ლო და ალექს ჩოსთან ერთად, მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების თანხლებით, მთავრობის შენობაში შეიჭრა. მოძრაობა, რომელიც ნახევრად ავტონომიურ ჰონგ-კონგში ბოლომდე თავისუფალ არჩევნებს ითხოვდა, რამდენიმეთვიან, მასობრივ აქციაში გადაიზარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG