საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ისრაელს მოუწოდებს შეწყვიტოს მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგანაც ეს პროცესი პალესტინელებთან მოლაპარაკების წარმოებას აფერხებს.
დღეს ოლანდმა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მშენებლობის გაგრძელება მხარეებს შორის ორ ქვეყნიანი გადაწყვეტილების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკება ივლისში განახლდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ 9 თვის განმავლობაში გააგრძელებენ შეხვედრებს. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის შემდეგ მოლაპარაკებებს უმნიშვნელო პროგრესი აქვს, აბასის თქმით, ისრაელი და პალესტინელები დაგეგმილ 9 თვიან პროცესს დაასრულებენ.