ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აივით ინფიცირებულთა „ფუნქციონალური განკურნვა“


გამოკვლეულ პაციენტებს მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ვირუსი არ დაუბრუნდათ.

ფრანგი მეცნიერები აცხადებენ, რომ აივით ინფიცირებული ადამიანების მკურნალობის ინფიცირებიდან მოკლე ვადაში დაწყებით შესაძლებელია ვირუსისგან „ფუნქციონალური განკურნვა“ და შიდსისი თავიდან აცილება.

ფრანგი მეცნიერების ამ აღმოჩენას რამდენიმე კვირით წინ უსწრებდა ამერიკელი მედიკოსების მიერ ჩვილი გოგონას იგივე მეთოდით განკურნვა. აივით ინფიცილებული ახალშობილის მკურნალობა ექიმებმა მისი დაბადებიდან 30 საათში დაიწყეს. ორი წლის შემდეგ ტესტირებამ აჩვენა, რომ ბავშვს აივი აღარ აქვს.

ფრანგმა მეცნიერებმა კვლევა 14 ზრდასრულზე ჩაატარეს, რომლებმაც მკურნალობა ინფიცირებიდან მოკლე ვადაში დაიწყეს და მედიკამენტების მიღება სულ მცირე შვიდი წლის წინ შეწყვიტეს.

ამ პაციენტებს მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ვირუსი არ დაუბრუნდათ. როგორც წესი ანტირეტროვირუსული წამლების მიღების შეწყვეტასთან ერთად აივი ორგანიზმში ბრუნდება. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ თუ აივის მკურნალობა ინფიცირებიდან მალე დაიწყო, ეს ორგანიზმში ვირუსის რეზერვუარების შექმნას ხელს შეუშლის და შესაძლოა იმუნური სისტემაც დაიცვას.
XS
SM
MD
LG