ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიროშიმას ტრაგედიიდან 76 წელი გავიდა


ჰიროშიმაში პირველი ბირთვული ბომბის ჩამოგდებიდან 76 წელი გავიდა. ქალაქში მემორიალური მარში გაიმართა, რომელსაც იაპონიის პრემიერ მინისტრი იოშიჰიკო ნოდა და მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანიც ესწრებოდა. გარდა ამისა, ჰიროშიმას მშვიდობის პარკში გამართულ ცერემონიალს დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები და უცხო ქვეყნების დელეგაციებიც დაესწრნენ.

შარშან, მარტში ფუკუშიმას ბირთვული რეაქტორის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მოსახლეობა მთავრობას ბირთვული მეთოდებით ენერგიის წარმოების შეწყვეტას სთხოვს.

ჰიროშიმას მერმა კაზუმი მაციუმ იაპონიის მთავრობას უსაფრთხო ენერგო პოლიტიკის შემუშავებას სთხოვა.

1945 წლის 5 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა ჰიროშიმაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდო. აფეთქებამ 140 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამი დღის შემდეგ ამერიკამ იაპონიის საპორტო ქალაქ ნაგასაკიში მეორე ბომბი ჩამოაგდო, რომელსაც დამატებით 70 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG