ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიროშიმაში ბირთვული კატასტროფის 72-ე წლისთავი აღნიშნეს


კვირას, იაპონიაში ამერიკის მიერ ჰიროშიმაში ბირთვული ბომბის ჩამოგდებიდან 72-ე წლისთავი აღინიშნა. ამ მოვლენამ მაშინ მეორე მსოფლიო ომი დაასრულა.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ ჰიროშიმის მემორილურ პარკში, ბომბის ეპიცენტრთან ისაუბრა.

მისი განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს შენებისთვის და რომ ის განაგრძობს ჰიროშიმის მშვიდობისთვის ლოცვას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰიროშიმაში ბირთვული ბომბი მეორე მსოფლიოს ომის დასასრულს ჩამოაგდო, რასაც დაახლოებით 140 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამი დღის შემდეგ ამერიკამ მეორე ბირთვული ბომბი ნაგასაკიზე ჩამოაგდო, სადაც მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 70 000 ადამიანი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG