ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიროშიმას დაბომბვიდან 74 წელი გავიდა


იაპონიაში, ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 74-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცერემონიაზე ქალაქის მერმა თქვა, რომ მსგავსი ტიპის იარაღი აღარ უნდა გამოიყენებოდეს და იაპონიის მთავრობას მოუწოდა უფრო აქტიურად იმუშაოს ამ საკითხზე და ქვეყანა ატომური იარაღის აკრძალვის შეთანხმებას შეუერთდეს.

მერმა კაზუმი მაცუიმ სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს ლიდერებსაც მიმართა და სთხოვა ისეთი სამყაროს შექმნაზე იმუშაონ, სადაც ატომური იარაღი აღარ იარსებებს.

1945 წლის 6 აგვისტოს, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ჰიროშიმში ატომური ბომბი ჩამოაგდო. აფეთქებისთანავე და მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე 140 ათასი ადამიანი დაიღუპა. სამი დღის შემდეგ, ამერიკამ მეორე ატომური ბომბი იაპონიის ქალაქს, ნაგასაკიში ჩამოაგდო, რასაც 6 დღეში მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დანებება მოჰყვა.

ჰიროშიმა და ნაგასაკი დღემდე პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როცა ადამიანის წინააღმდეგ ატომური იარაღი იქნა გამოყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG