ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა გამარჯვება რამდენიმე შტატის პრაიმერებში მოიპოვა


ჰილარი კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის საჭირო დელეგატები დააგროვა. ის პირველი ქალია, რომელიც თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტის სტატუსით შესასვლელად იბრძოლებს.

გუშინ დემოკრატიული პარტიის ნომინანტს ერთდროულად 6 შტატში ირჩევდნენ. გუშინვე დემოკრატიული პარტიის ორივე კანდიდატს დაურეკა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და კლინტონს ნომინაციისთვის საჭირო დელეგატების შეგროვება მიულოცა, ბერნი სანდერს კი მილიონობით ამერიკელის მობილიზებისთვის და ეკონომიკური თანასწორობისთვის ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

კლინტონი ოფიციალური ნომინანტი დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე ვერ გახდება, რომელიც ივლისში, ფილადელფიაში იმართება, მაგრამ მას უკვე ჰყავს ნომინაციისთვის საჭირო დელეგატების მხარდაჭერა.

ამერიკული მედიის გამოთვლებით კლინტონს უკვე აქვს 2 383 დელეგატის მხარდაჭერა, მათ შორის 571 სუპერ-დელეგატია, რომლებმაც კლინტონს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG