ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაშია


ჰეიკო მაასი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესების გზაზეა.

გასულ წელს, ორმხრივი კონტაქტები გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს „ნაცისტური მეთოდების“ გამოყენება დააბრალა.

მაასი ერდოღანსა და მის წამყვან მინისტრებთან საუბრობს.

თურქეთში გამგზავრებამდე, მან ანკარაში თქვა, რომ „გერმანიას გადაწყვეტილი ჰქონდა ანკარასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ბევრი ემუშავა“.

გერმანელი ოფიციალური პირის ანკარაში ჩასვლის მიზანია, თვის ბოლოს ბერლინში, ერდოღანის ვიზიტი მოამზადოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG