ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ყოფილი პრეზიდნეტის ბარაკ ობამას მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის “ობამაქეარის” ჩასანაცვლებლად საკმარისი ხმების დაგროვებას.

იმის მიუხედავად, რომ კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, პრეზიდენტ ტრამპის იდეას საკმარისი მხარდამჭერები არ ჰყავს.

კონსერვატორი რესპუბლიკელების შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პროექტი რბილია, ზომიერი რესპუბლიკელების აზით კი ის ბევრ ამერიკელს დაზღვევის გარეშე ტოვებს.

პრეზიდენტი ამ საკითხზე პარტიის ორივე ფრთის წარმომადგენლებს ხვდება, საკითხს კონგრესმა კენჭი დღეს უნდა უყაროს. “ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი დღეა,” ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპი კენჭისყრის დღეს სოციალურ ქსელ ტვიტერში.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG