ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აზიურ ტურნეს იწყებს


ავღანეთში მიმდინარე მოვლენები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ტურნეს სამხრეთ აზიის ქვეყნებში, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. მოგზაურობას ჰარისი დღეს იწყებს და ის მოიცავს ორ შეჩერებას, სინგაპურში და ვიეტნამში.

ორშაბათს, ჰარისი სატელეფონო საუბარს გამართავს სინგაპურის პრეზიდენტთან და ორმხირვ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ლი სიენ ლუნგთან. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლაც.

სამშაბათს, ვიცე-პრეზიდენტი ბიზნეს-ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და რეგიონში აშშ-ის ჩართულობის შესახებ სიტყვით გამოვა.

სწორედ ამის შემდეგ, ჰარისი ვიეტნამში გაემგზავრება. აშშ-ის ყოფილი ელჩი ვიეტნამში, დევდ შეარი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული გზავნილებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენი ურთიერთობები ამ ქვეყნებთან თავისთავად მნიშვნელოვანია და მათ არ სურთ, აშშ-ჩინეთის საჭადრაკო თამაშში პაიკებად იყვნენ აღქმულნი. მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და სურთ მათი ინტერესები განიხილებოდეს“ - ამბობს დიპლომატი.

ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო ვიზიტისას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ამერიკული ღირებულებები პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, - ადამიანის უფლებები. თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, როცა ქალების მომავლის შესახებ შეშფოთებები არსებობს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - აცხადებს ექსპერტთა ნაწილი.

ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კოვიდ-პანდემიასთან გამკლავება იქნება. აშშ-მა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციას უკვე მოაწოდა ვაქცინების 23 მილიონი დოზა. ასევე, ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა რესურსები, ვირუსთან საბრძოლველად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG