ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაქანის ქსელს ტერორისტთა სიაში შეიყვანენ


ჰილარი კლინტონი კონგრესს ოფიციალურად მიმართავს

გავლენიანი ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, შეერთებული შტატები აპირებს ჰაქანის დაჯგუფება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს.

გაზეთთან საუბარში ადმინისტრაციის ანონიმმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჯგუფის შავ სიაში შეყვანის მიზეზი ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმები გახდა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი კონგრესს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად აცნობებს. აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ ჰაქანის ჯგუფის წინააღმდეგ ფინანსური სანქციებიც დაწესდება.
XS
SM
MD
LG