ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ჰანს-დიტრიხ გენშერი


89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი გერმანელი დიპლომატი ჰანს-დიტრიხ გენშერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის გაერთიანებაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯარების გერმანიის ტერიტორიიდან გაყვანაში. გენშერის პირადი თანაშემწე იუწყება, რომ გამოცდილმა დიპლომატმა ბოლო დღეები საკუთარ სახლში, დასავლეთ გერმანიის ყოფილი დედაქალაქის, ბონის მახლობლად გაატარა.

გენშერი ჯერ დასავლეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი აღმოსავლეთ გერმანიასთან გაერთიანების შემდეგ, მთლიანად სახელმწიფოსი. ამ პოსტზე მან რეკორდული დროის მანძილზე 18 წელი იმსახურა და თანამდებობა 1992 წელს დატოვა.

XS
SM
MD
LG