ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასის ლიდერი ღაზაში დაბრუნდა


45 წლიანი დევნილობის შემდეგ ხალიდ მაშაალი პირველად ბრუნდება ღაზაში


ჰამასის ლიდერი ხალიდ მაშაალი 45 წლიანი დევნილობის შემდეგ ღაზაში ჩავიდა. მან ისრაელთან 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ დატოვა პალესტინის ტერიტორია.

ღაზაში ჩასვლის დროს ის პალესტინის მიწას ეამბორა და თანამებრძოლებს გადაეხვია. ხალიდ მაშაალი ორგანიზაცია ჰამასის დაარსებიდან 25 წლისთავს პალესტინელ ხალხთან ერთად იზეიმებს.

ჰამასის ლიდერი სამშობლოში ისრაელთან რვადღიანი დაპირისპირების შემდეგ დაბრუნდა, რომლის დროსაც 170 პალესტინელი და 6 ებრაელი დაიღუპა.

ჰამასმა 2006 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ღაზას სექტორის მთავრობა ჩამოაყალიბა.
XS
SM
MD
LG