ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერების შურისძიება


ჰაკერთა ჯგუფი "ანონიმუსი" აშშ-ის მთავრობის საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებით იმუქრება

კომპიუტერული ქსელების საერთაშორისო ჰაკერთა ჯგუფი "ანონიმუსი" აშშ-ის მთავრობის საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებით იმუქრება. ჰაკერებმა გატეხეს აშშ-ის სასჯელაღსრულების კომისიის ვებგვერდი, რომელიც წარმოადგენს ამერიკის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელ სააგენტოს.

ჯგუფის განცხადებით, ვებგვერდზე თავდასხმა წარმოადგენს შურისძიებას ინტერნეტ აქტივისტის არონ შვარცის თვითმკვლელობის გამო.

26 წლის კომპიუტერის ვუნდერკინდს მილიონობით სამეცნიერო ნაშრომის მოპარვაში ედბოდა ბრალი. წლის ბოლოს ის სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
XS
SM
MD
LG