ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო


ჩაკ ჰეგელმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო გაგებით მოეკიდება ხარჯების შეკვეცას

ოთხშაბათს ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეგელმა ფიცის დადების დროს განაცხადა, რომ ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს მართველი აღარ იქნება.

ჰეგელმა პენტაგონის თანამშრომლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკა მთელს მსოფლიოსთან უნდა შეკავშირდეს, რადგან არცერთ დიდ ერს მარტო მართვა არ შეუძლია.

ჰეგელმა აღიარა, რომ პენტაგონს ბიუჯეტის შემცირების გამო არაერთი გამოწვევა მოელის და ეს შეკვეცები პარასკევს დაიწყება.

ჩაკ ჰეგელმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო გაგებით მოეკიდება ხარჯების შეკვეცას. მან ასევე პირობა დადო, რომ ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რათა პენტაგონმა ღირსეული სახელი შეინარჩუნოს და მოსახლეობის მოლოდინი გაამართლოს.
XS
SM
MD
LG