ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაკ ჰეგელი სინგაპურშია


აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახშირებულ კიბერთავდასხმებზე

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი სინგაპურში ყოველწლიურ ფორუმს ესწრება, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. ჩაკ ჰეგელი სინგაპურის კონფერენციას ჩინეთის მთავრობასთან ურთიერთობისთვის იყენებს. თავდაცვის მინისტრი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან ბოლო დროს ამერიკულ სტრატეგიულ ობიექტებზე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე ისაუბრებს. დღეს სინგაპურში კონფერენციაზე გამოსვლისას, ჩაკ ჰეგელმა განაცხადა, რომ ამ მოვლენებმა ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედა.
„შეერთებულმა შტატებმა გამოხატა თავისი შეშფოთება გახშირებულ კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც დაკავშირებულია ჩინეთის მთავრობასთან და სახმედრო ძალებთან,“ - განაცხადა ჰეგელმა.
XS
SM
MD
LG