ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები იარაღის წინააღმდეგ


ვაშინგტონში გამართულ აქციას აშშ-ის განათლების დეპარტამენტის მდივანი, არნი დანკანი ესწრებოდა

ობამას ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მოუხმო ამერიკელ ხალხს მისი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტი და თეთრი სახლის ოფიციალური პირები ცდილობენ იარაღის კონტროლთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კამპანია ააგორონ.

ვაშინგტონში გამართულ აქციას აშშ-ის განათლების დეპარტამენტის მდივანი, არნი დანკანი ესწრებოდა. მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც იარაღის კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვდნენ, ვაშინგტონის მონუმენტთან შეიკრიბნენ. მომიტინგეების წინაშე სიტყვით არნი დანკანი გამოვიდა. მან მოუწოდა კონგრესს დაამტკიცოს პრეზიდენტ ობამას ინიციატივა, რომელიც მომავალში იარაღით ძალადობის ფაქტებს შეამცირებს.
XS
SM
MD
LG