ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის გაყიდვის შეზღუდვის კანონპროექტი ჩავარდა


ამერიკის კონგრესში იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრების საკანონმდებლო განხილვა პირველივე დღეს ჩავარდა. სენატმა ორპარტიულ ინიციატივას კენჭი უყარა და კანონპროექტი დაბლოკა. ეს ამერიკაში იარაღის გაყიდვაზე კონტროლის დაწესების მცდელობისთვის მიყენებული მძიმე დარტყმა იყო. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ინიციატივა კონექტიკუტის შტატში 20 ბავშვის მკვლელობის შემდეგ იქნა წამოწყებული.

იარღის კონტროლის მომხრეებს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და მჭიდების გაყიდვის აკრძალვა სურთ. იარაღის თავისუფალი გაყიდვის მომხრეები კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა ამერიკის მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს შეზღუდავს.
XS
SM
MD
LG