ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვატემალელ დიქტატორს 80 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


სასამართლომ ეფრან რიოს მონტი, გენოციდსა და კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო

გვატემალის სასამართლომ ყოფილი დიქტატორი ეფრაინ რიოს მონტი, გენოციდსა და კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ 86 წლის დიქტატორს 80 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 50 გენოციდისთვის, 30 კი კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.

რიოს მონტის ბრალად ედებოდა იქსილ მაიას ეთნიკური ჯგუფის 1771 ადამიანის მკვლელობის ბრძანების გაცემაში. გენოციდი მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება, კერძოდ კი 1982-83 წლებში ჩადენილ დანაშაულს.
პენსიაში მყოფი გენერალი ბრალდებებს უარყოფს, აცხადებს რა რომ ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს მან არც იცოდა და არც მასობრივი მკვლელობის განხორციელების ბრძანება გაუცია. სავარაუდოდ რიოს მონტი სააპილაციო სასამართლოში გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG