ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუაიდო: მადუროს რეჟიმის წარმომადგენლები თავის გადარჩენას ცდილობენ


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სამშაბათს განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს მთავრობის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, პრეზიდენტ ტრამპს არ დაუსახელებია ვენესუელელი ოფიციალური პირები, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მაღალ დონეზე მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში ჩართული პირები არც მადუროს დაუსახელებია. მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკვე თვეებია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ოფიციალურ მმართველად ხუან გუაიდოს მთავრობა აღიარა. გუაიდომ თავი გარდამავალ პრეზიდენტად იანვარში გამოაცხადა. მან კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და გაყალბების გამო, პრეზიდენტ მადუროს ხელახალი არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადა.

ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, მადუროს შიდა წრე შეერთებულ შტატებთან მოლაპრაკებებს „საკუთარი თავის“ გადასარჩენად მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG