ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება


საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება

ევროზონის ფინანსთა მინისტრების თავკაცის ჟან კლოდ ჯანკერის განცხადებით, საბერძნეთის მთავრობის ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 4% -ზე ნაკლებს უნდა შეადგენდეს.

როგორც ბატონი ჯანკერი აღნიშნავს, საბერძნეთის ეკონომიკური რეფორმა ჩიხშია შესული და ამიტომაც საბერძნეთის ხელისუფლებამ კერძო ინვესტორებთან სულ რამდენიმე დღეში უნა მიაღწიოს შეთანხმებას. თუ პრობლემა მარტის თვემდე არ გადაწყდება, საბერძნეთს დეფოლტი ემუქრება. საბერძნეთმა ძველი ობლიგაციების ახლებით შეცვლის წინადადებით გამოვიდა, რომლის საფასური 50 %-ით ნაკლები იქნება. თავის მხრივ კი ინვესტორები საპროცენტო განაკვეთის არაუმეტეს 3,5 % -ის გადახდაზე თანხმებიან.

XS
SM
MD
LG