ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ახალი მთავრობის გამოწვევები


Greece Elections
Greece Elections

საბერძნეთის ახალი მთავრობა ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას აპირებს

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა გამარჯვებულ "ახალი დემოკრატიის" პარტიას სამი დღის ვადა მისცა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის.
გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ანტონის სამარასმა წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და სოციალისტურ "პასოკის" პარტიასთან და მემარცხენე დემოკრატებთან ერთად მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა.
ანტონის სამარასმა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლების წინაშე დადო ფიცი:“ მან ბერძნებს პატრიოტიზმისა და ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ უფლის დახმარებით ახალი კოალიცია ყველაფერს გააკეთებს საბერძნეთის კრიზისიდან გამოსაყვანად."
საბერძნეთის პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებით არის განპირობებული. ამ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი ზარალდება მცირე შემოსავლის და მაღალი გადასახადების გამო.
ოთხშაბათს საბერძნეთის ახალ მთავრობას ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს, როდესაც უფასო ბოსტნეულის რიგში ასობით ათენელი დადგა.
ბერძენმა ფერმერებმა დედაქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით 27 ტონა ბოსტნეული ჩამოიტანეს. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნიკოს საპროვალაკისის განცხადებით:“ ეს ღონისძიება ვერ გადაწყვიტავს ხალხის დაპურების პრობლემას, მაგრამ ეს სოლიდარობის გამოხატულებაა და ამ გაჭირვების დროს ბერძნების გაერთიანებას შეუწყობს ხელს.“
სპიროს კალამანტისი ერთ-ერთი იმათგანია ვინც ათენში გამართულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა. მისი თქმით:“ იძულებული გავხდი ეს დახმარება ამეღო რადგან უკვე რამდენიმე წელია უმუშევარი ვარ.“
საბერძნეთის ახალი მთავრობა ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას აპირებს, რათა მათი მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შემსუბუქება მოხდეს, თუმცა ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა გერმანია არ აპირებს რაიმეს დათმობაზე წასვლას. საბერძნეთს შესაძლოა ახალ მთავრობა ჰყავდეს, მაგრამ მას ძველ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება.
XS
SM
MD
LG