საბერძენთის პარლამენტმა დაამტკიცა პაკეტი ბიუჯეტის შეკვეცისა და გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, რომლის გამოც ათენში ათასობით ადამიანი ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოვიდა.
კანონმდებლებმა კანონი ხუთშაბათს შუადღეზე დაამტკიცეს, რომლის შედეგადაც საბერძნეთის ბიუჯეტი, პენსიების და სამთავრობო ხარჯებთან ერთად, 17 მილიარდი დოლარით შემცირდება და გაიზრდება გადასახადები.
ევროკავშირს მიაჩნია, რომ მსგავსი ზომები აუცილებელია საბერძნეთისთვის, რათა მრვალმილიონიანი დავალიანების კრიზისიდან გამოვიდეს და კიდევ ერთი დახმარება მიიღოს.
ვიდრე საბერძნეთის პარლამენტი სამომავლო გეგმებზე საუბრობდა, 80,000 დემონსტრანტს პარლამენტის შენობის წინ პოლიცია დაუპირისპირდა. პოლიციელებმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბიეს.