საბერძნეთის ეკონომიკა აპრილიდან ივნისამდე უმნიშვნელოდ გაიზარდა, მაგრამ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ეკონომიკა ჯამში 20 პროცენტით შეიკუმშა.
ათენის განცხადებით, მეორე კვარტალში ეკონომიკა 4.6 პროცენტით შეიკუმშა, რაც პირველი კვარტლის 5.6 პროცენტთან შედარებით უმნიშვნელო ზრდაზე მიუთითებს.
საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 27 პროცენტია. ქვეყნის ახალგაზრდების 2/3 ამჟამად არ მუშაობს.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ 2014 წლის ბოლოსთვის საბერძნეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.