ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი აღებულ ვალდებულებებს გადახედავს


საბერძნეთის მთავრობას სურს, რომ ფინანსური გაჯანსაღება ბიუჯეტის, ხელფასების და პენსიების შეკვეცების გარეშე განახორციელოს

საბერძნეთის ახალი კოალიციური მთავრობა, საერთაშორისო მასტიმულირებელი პაკეტის მიღების დროს შემუშავებულ შეთანხმებაში შესწორებებს იხილავს.

ახალმა მთავრობამ ანგარიში შაბათს გამოაქვეყნა, სადაც გადასახადების ანულირებას, საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლების სამსახურებიდან დათხოვნის შეჩერებას და ფისკალური რეფორმების გადავადებას ვარაუდობს. მთავრობამ ამის შესახებ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე გამოაცხადა.

საერთაშორისო ინსპექტორები ათენში ორშაბათს ჩავლენ. მათ საბერძნეთის საბიუჯეტო რეფორმების პროგრესი უნდა შეაფასონ. ამ ფონზე, საბერძნეთის მთავრობას სურს, რომ ფინანსური გაჯანსაღების პროცესი ბიუჯეტის, ხელფასების და პენსიების შეკვეცის გარეშე განახორციელოს.


XS
SM
MD
LG