ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის კრიზისი პარიზში განიხილეს


ფრანსუა ოლანდი ბერძენ კოლეგას, ანტონიო სამარასს შაბათს პარიზში შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საბერძნეთი უნდა დარჩეს ევროზონაში. მან მოუწოდა საბერძნეთის მთავრობას უფრო ეფექტური ეკონომიკური რეფორმები გაატაროს, რომელიც საკუთარი მოსახლეობას ტვირთად არ დააწვება.
ოლანდი ბერძენ კოლეგას შაბათს პარიზში შეხვდა. მხარეებმა განიხილეს კრიზისიდან გამოსვლის საგანგებო გეგმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ საბერძნეთმა უნდა მოახერხოს იმის დემონსტრირება, რომ გეგმის შესრულების უნარი შესწევს.
თავის მხრივ ანტონიო სამარასმა დარწმუნებით ისაუბრა იმაზე, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩება.

XS
SM
MD
LG