ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი საბერძნეთისთვის დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდა


ევროზონის ფინანსთა მინისტრების განცხადებით, რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, ბრუსელში წუხელ გვიან ღამით საბერძნეთთან დაკავშირებით “მნიშვნელოვან წინსვლას” მიაღწეის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, საბერძნეთმა ქვეყნის ვალი უნდა შეამციროს იმისთვის, რომ ფონდის მიერ დახმარების პაკეტი მიიღოს.

ათენი 11.4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის პირველ ნაწილს ივნისში მიიღებს, რაც ევროკავშირის მიერ ქვეყნის რეფორმების დამტკიცებას მოჰყვება.

ეს ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის განმავლობაში, საბერძნეთისთვის გაწეული უმსხვილესი ფინანსური დახმარება იქნება. საბერძნეთის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 180 პროცენტია.

XS
SM
MD
LG