ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არალეგალური მიგრაციის პრობლემა საბერძნეთში


არალეგალური მიგრაციის პრობლემა საბერძნეთში

თურქეთსა და საბერძნეთს შორის არალეგალური მიგრაცია უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. მის გადასაჭრელად საბერძნეთმა საზღვრის მთელ პერიმეტრზე ღობის გავლება განიზრახა. ამ საკითხზე ამერიკის ხმის ჟურნალიტის ჰენრი რიჯველი მუშაობდა

საბერძნეთის ხელისუფლების მონაცემებით გასულ წელს მათ ქვეყანაში ასი ათასზე მეტი არალეგალური იმიგრანტი შევიდა. მათგან უმეტესობამ საბერძნეთში შესვლა მდინარე ევროს გადალახვით შეძლეს. ეს მდინარე საბერძნეთს და თურქეთშსერთმანეთისგან ყოფს.

საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით მათ უკვე აღარ შეუძლიათ იმიგრანტთა ამ რაოდენობის მოთმენა. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ რვა მილის სიგრძის ღობე გაავლონ. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ევროკომისიის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. კომენტარი ევროკომისის წარმომადგენლმა მიშელ სერკონმა გააკეთა.

„მისი თქმით ღობეები და კედლები წარსულს ჩაბარდა და დადასტურეულია, რომ ეს მიგრაციის პრობლემას ვერაფერს უშველის. სერკონის განცხადებით, საკითხი უფრო კონსოლიდირებულად და სტრუქტურული მიდგომით უნდა გადაწყდეს.“

მიგრანტების უმრავლესობას ათასობით მილის გავლა უხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ავღანეთი, ირანი და მიანმაც კი. მათ მიზანს ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღება წარმოადგენს.

აფრიკიდან და სამხრეთ აზიიდან ევროპისკენ დაძრული ადამიანების მიზანი კი სამუშაოს შოვნაა. ამერიკის ხმას ავღანეთიდან თავშესაფრის საძებნელად წამოსულმა ვაჯიდ შარიფმა განუცხადა რომ ოთხი წლის წინ მას ათასობით მილის გავლა მოუხდა ვიდრე საბერძნეთში ჩავიდოდა.

„ეს ძალიან რთული გზაა. განსაკუთრებით ირანიდან საბერძნეთამდე. თქვენ მოგიწევთ მრავალი ღამე მთებში იაროთ. წვიმაშიც და თოვლშიც სიარული არ უნდა შეწყვიტოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარს მიუახლოვდებით, თქვენ აქ მდინარის გადალახვა გელით“.

საბერძნეთში ჩასული იმიგრანტებს კი უკვე თავშესფარის მიღების ოფისებთან ხალხმრავალ რიგებში უწევთ ბრძოლა. რაც შეეხება საბერძნეთში გეგმასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას, ანკარა ათენისგან ღობის მშენებლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. ერთერთი თურქი ჩინოსნის განცხადებით, არ არსებობს ფიზიკური ბარიერი, რომლის გადალახვაც ადამიანმა ვერ შეძლოს.

XS
SM
MD
LG