ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალური ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს


ამერიკის ნაფიცმა მსაჯულებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ ეშისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება მიიღეს. ეშს ჩინელი ბიზნესმენების ინტერესების დასაცავად, 1 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამების აღბაში ედება ბრალი.

ჯონ ეში 2004-2013 წლებში ანტიგუა და ბარბუდას ელჩი იყო გაეროში. 2013 წელს ის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მასთან ერთად ბრალი მილიარდერ ჩინელ ბიზნესმენ ნგ ლაპ სენგს და სამ დამატებით ადამიანს წაუყენეს. ნგ ეშზე გავლენის მოხდენას კონტრაქტის მისაღებად ცდილობდა, რომლის თანახმადაც ჩინეთის პროვინცია ნაგაუში გაეროს საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენებულიყო.

XS
SM
MD
LG