ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ადამინის უფლებების დაცვა- აშშ-ის სტრატეგია


„ამერიკის სტრატეგია რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და დემოკრატიული განვითარების წახალისების მიზნით რუსეთის მთავრობასთან და არასამთავრობო სექტორთან პარალელურ თანამშრომლობას ემყარება“-განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

პირველ რიგში, არსებობს მტკიცე სამთავრობოთაშორისო დიალოგი. თეთრი სახლის ადმინისტრაციიის წარმომადგენლებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ასამდე საჯარო განცხადება გააკეთეს რუსეთში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ. ეს განცხადებები საზოგადოებისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს იურიდიული მექანიზმების მთელ ნუსხას, რათა რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში შემჩნეული პირების წინააღმდეგ კონკრეტული ზომები გაატაროს. მათ შორის არის ამ პირებისთვის ამერიკაში ჩამოსვლის უფლების წართმევა.

სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამერიკა ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. 2009 წლის შემდეგ, ამერიკის მთავრობამ დაახლოებით 160 მილიონი დოლარი გაიღო რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ანტი კორუფციული სისტემის, მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები რეგულარულად ხვდებიან რუსეთის არასამთავრობო სექტორის ლიდერებს, რომლებიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გამყარებაში არიან ჩართული. ამასთან, ვაშინგტონი ხელს უწყობს რუსეთში ამ ორგანიზაციების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას რათა მათი მუშაობის ეფექტურობა გაიზარდოს.

და ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ორმხრივი დიალოგის წარმართვას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც პირდაპირ კომუნიკაციას გულისხმობს რუს და ამერიკელ არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს შორის.

როგორც ფილიპ გორდონმა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად დაიცავს ადამიანის უფლებებს, ისევე როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას, რაც რუსეთის უზარმაზარი ადამიანური პოტენციის რეალიზაციის მიანით ძირითადი წინაპირობაა. როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასძინა ამერიკა არ ეძიებს საკუთარი სისტემის თავსმოხვევას სხვებზე არამედ ცვლილება, რომელიც რუსეთში მოხდება საკუთრივ ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს. ამასთან ერთად, გორდონმა 2009 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარმოთქმული სიტყვები დაიმოწმა მოსკოვში, ახალი ეკონომიკური სკოლის წინაშე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ისტორია აჩვენებს, რომ მხოლოდ ის მთავრობა გადარჩება, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება და არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

XS
SM
MD
LG