ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გუგლის" თანამშრომლების პროტესტის ნიშნად იფიცებიან


„გუგლის“ თანამშრომლები აზიაში დღეს პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვა მსოფლიოს გარშემო კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღას უკავშირდება. თანამშრომლები სექსუალური ძალადობის საქმეებზე "გუგლის" პასუხს და სამუშაო გარემოს აპროტესტებენ. „გუგლის“ თანამშრომლები, რომელთა უმეტესობაც ქალია, დღეს მსოფლიოს გარშემო კომპანიის 20-ზე მეტ ოფისში გაიფიცებიან.

საპროტესტო ტალღა გასულ კვირას „ნიუ იორკ თაიმსში“ საგამომძიებლო რეპორტაჟის გამოაქვეყნებას მოჰყვა, რომელიც ინტერნეტ გიგანტს სექსუალური ძალადობის საქმეების მიჩქმალვაში დებდა ბრალს. „გუგლმა“ კონტრაქტის გაწყვეტისას ათეული მილიონი დოლარი გადაუხადა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ აღმასრულებლებს და არ გაასაჯაროვა მათი უკანონო ქმედებები.

კომპანიის თანამშრომლები „გუგლის“ მეპატრონე კომპანია „ალფაბეტ ინკ“-ისგან მოითხოვენ შიდა პროცესების უფრო მეტ გამჭირვალობას და თანამშრომლებიც წარმომადგენლობას კომპანიის აღმასრულებელ საბჭოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG