ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტის გიორგი გონგაძის მკვლელობის დეტალები


უკრანის პროკურატურის განცხადებით, ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი გონგაძის მკვლელობა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, იური კრავჩენკოს შეკვეთილი იყო.

პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრმა 2000 წელს მკვლელობის აღსრულება სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსან, გენერალ ოლექსი პუკაჩს დაავალა. თავად კრავჩენკო 2005 წელს გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზის დასკვნით მიზეზი თვითმკვლელობა იყო.

გენერალი პუკაჩი 2009 წელს დააკავეს და ის ბრალდებას მკვლელობისათვის იხდის. პოლიციის 3 თანამშრომელი, რომლებსაც მკვლელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, ასევე ციხეში არიან.

XS
SM
MD
LG