ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პროცესი დამთავრდა, სისტემა დამარცხდა“


პრეზიდენტი პოლიტიკურ უმრავლესობასა და პრემიერ მინისტრს 5-პუნქტიანი გეგმას სთავაზობს

ახალი წლის ღამეს პრეზიდენტმა პოლიტიკურ უმრავლესობასა და პრემიერ მინისტრს ერთგვარი კოაბიტაციის პროექტი შესთავაზა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არავის, განურჩევლად იმისა ხელისუფლებაში ვართ თუ ოპოზიციაში, განურჩევლად იმისა თუ რომელ პარტიას მივეკუთვნებით, არ გვემეტება ჩვენი შვილები ქაოსსა და განუკითხაობაში ცხოვრებისთვის. ამ რწმენით და ახალი წლის - ახალი ოპტიმიზმით შეხვედრის განცდით – მინდა, მმართველ პარტიას და მის ლიდერს შვთავაზო ჩემი მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, რათა, სანამ დროა, ერთიანი ძალებით გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ დაღმა მიმავალი სპირალიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და არ დავუშვათ ისეთ უფსკრულში გადავარდნა, საიდანაც ძალიან დიდი ხანი ვეღარ ამოვალთ. ეს შეთავაზება, არ არის მხოლოდ ჩემი სურვილი და თოვლის ბაბუისთვის დაბარებული თხოვნა. მე მაქვს კონკრეტული 5-პუნქტიანი გეგმა იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დღეს ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის საახალწლო მილოცვაში. თანამშრომლობის გეგმა ეხება აგრესიული რიტორიკის შეწყვეტას ორივე მხირდან, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებზე უარის თქმას, ერთობლივ მუშაობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, თვითმმართველობებზე ზეწოლის აღმოფხვრას და ეკონომიკური განვითარების მიზნით საერთო ფორუმის ორგანიზებას, რომელსაც პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივად გაუძღვებიან. მე მაქვს კონკრეტული 5-პუნქტიანი გეგმა იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დღეს ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

პირველი - მოდით შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა. ეს მეც მეხება და ამისთვის მზად ვარ. მოდით დავანებოთ თავი ერთმანეთის დამნაშავეებად, მტარვალებად და მოღალატეებად შერაცხვას. კრიტიკა იქნება და უნდა იყოს, მაგრამ მოდით, ნუ დავუშვებთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას. ჩვენ ყველას გვყავს მხარდამჭერები და ამ რიტორიკით ჩვენ თვითონვე გავხლეჩთ საზოგადოებას. პირიქით, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ახლა ერთიანობა გვჭირდება; ერთიანობა - ქვეყნის გასაძლიერებლად.

მეორე - უნდა შეწყდეს ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის უაზრო რევიზიისა და ალქაჯებზე ნადირობის რეპრესიული კამპანია; უნდა შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა; უნდა შეწყდეს წინა ხელისუფლების პირსისხლიან დამნაშავეებად მონათვლის უსაფუძვლო მცდელობა - ეს ასე არ არის - და რაც არ არის იმას ვერანაირი მართლმსაჯულება ვერ დაამტკიცებს. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავსარა! უნდა შეწყდეს იმიტომ, რომ შეუძლებელია განვითარდეს იმ ქვეყნის ეკონომიკა, სადაც მთავარი სიახლე ყოველდღე არის ის, თუ ვინ დაიჭირეს, ვინ დაიბარეს დაკითხვაზე და ვის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“,–განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივას პრემიერ მინისტრი ივანიშვილი გუშინ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შესაძლებელია ერთგვარი ამნისტიის ფორმის მოფიქრება დაკავებებთან დაკავშირებით. „პროცესი დამთავრდა, ამ კაცმა იგრძნო ეს, იგრძნო ეს გუნდის ბევრმა წევრმა, ბევრმა ვერც გაიგო, და აი მე ყველას დღეს ავუხსნი, რა მოხდა, რეალურად. რეალურად, სისტემა დამარცხდა, სიცრუისა და ძალადობის სისტემა დამარცხდა და ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პიროვნებებს, რომლებიც აფუძნებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ სისტემის არსებობას ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაპატიოთ, რათა მათაც შეძლონ ღირსეულად იცხოვრონ ჩვენ საზოგადოებაში.“

პოლიტიკური უმრავლესობის წარმომდგენლები სააკაშვილის შეთავაზებას უარყოფითად აფასებენ. კობა დავითაშვილმა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა: „ეს შეთავაზება კი არა ბრალდებებია. ბატონი სააკაშვილი გამოდის ბრალდებებით, რომ ქვეყანა მიდის უკან, მიმდინარეობს ოპოზიციის პოლიტიკური დევნა, მიმდინარეობს თვითმმართველობებზე ზეწოლა,მიმდინარეობს დაჭერები, რომლებიც ეკონომიკას ანგრევს და მთელი მისი შეთავაზება ესაა ბრალდება, ეს არის ფარისევლობა, ეს არის პოლიტიკური პიარი მისი ყველაზე ცუდი გამოხატულებით ახალი წლის ღამეს.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟრიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდამავალ პერიოდებში ამგვარი შეთავაზებების პრაქტიკა არსებობს განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. „ჩვენ ვერ შევაფასებთ იმას, რამდენად რეალურია პრეზიდენტის სურვილი თანამშრომლობისა, თუმცა თავად ასეთი შეთავაზება დადარეგულირების გარკვეული მცდელობა, დადებითი მომენტია,“– აღნიშნავს კახა კოჟორიძე. მისივე თქმით, დაკავებებთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევას სწავლობს და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ დებს დასკვნას. ამ დრომდე მხოლოდ გუნავას საქმესთან დაკავშირებით არსებობს მსგავსი შეფასება, სადაც საია საუბრობს დაკავების დროს დარღვევების არსებობის თაობაზე სამართალდამცავთა მხრიდან. „რაც შეეხება თვითმმართველობი საკითხს, ჩვენ გვქონდა გარკვეული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ მთლად კანონის ფარგლებში არ ჯდება მიმდიარე პროცესები“,– ამბობს ჯახა კოჟორიძე.
„განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აფრიკის ქვეყნებში, სადაც ხებოდა, რომ ერთი ხელისუფლება დანაშაულებრივად მოქმედებდა, იყო შემთხვევები, როდესაც მომდევნო ცდილობდა შეთანხმებას დაძაბულობის, განვითარებაზე უარყოფითი გავლენის აღმოფხვრის მიზნით. არ ვიცი, ახლა განვითარების რა გზას და რა მიმართულებას აირჩევენ, მაგრამ იდეა დადებითია და მისაღები და ამაზე სამუშაოა.
აქ მთავარია ერთი რამ, ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები აკავებენ, დაკავება უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. პირს უნდა ჰქოდეს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის სრული გარანტია“,“– ამბობს კახა კოჟორიძე.
რამდენად მიიღებს პოლიტიკური უმრავლეობა პრეზიდენტის ახალ წელს გაჟღერებულ წინადადებას და შედგება თუ არა თანამშრომლობა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ამას რამდენიმე დღეში ვნახავთ.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG