ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დატბორილი სოფლები საქართველოში


ბათუმში წვიმამ სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმი გამოიწვია

დასავლეთ საქართველოში ციკლონის შედეგად სოფლები დაიტბორა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ბათუმში წვიმამ სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმი გამოიწვია. არ დაზიანებულა სანაპირო ზოლი და პლაჟები. აჭარაში დღემდე შეუფერხებლად მუშაობს სატრანსპორტო საშუალებები. მოსახლეობას მიეწოდება გაზი და წყალი . თუმცა ელექტორენერგია რამდენიმე ათასს აბონენტს ამ წუთამდე გათიშული აქვს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გუშინ საღამოს განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, ზარალი დიდი არ არის, მაგრამ მომავალში აუცილებელი გახდება სანიაღვრე არხების გაწმენდა და რეაბილიტაცია.
XS
SM
MD
LG