ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონობით დიასახლისს ლეგალური დაცვა აკლია


ახალი კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც შინამოსამსახურეებად მუშაობენ, სამართლებლივად ყველაზე ნაკლებად არიან დაცული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ შინამოსამსახურეები ყველაზე ხშირად მუშაობენ მძიმე პირობებში და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამართალი ყველაზე ნაკლებად მათ იცავს. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე სანდრა პოლასკი ამბობს, რომ შინამოსამსახურეებს განსაკუთრებით ეხებათ დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების სხვა სახის დარღვევები.

„შინამოსამსახურეებს, რომლებიც დამსაქმებლის სახლში ცხოვრობენ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურად და ხშირად სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებენ. მათ ასევე ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება. მიგრანტი შინამოსამსახურეები განსაკუთრებით არიან შეზღუდული.“

ანგარიში საუბრობს შინამოსამსახურეების სამუშაო პირობები გაუმჯობეზებას სამი მიმართულებით ითხოვს: ესენია სამუშაო საათების რაოდენობა, მინიმალური ანაზღაურება და ჩვილ შვილიანი ან ორსული დედების დაცვა. კანონმდებლობა ქვეყნების უმრავლესობაში ამ საკითხებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ შინამოსამსახურეების 10 პროცენტი ზოგადი დასაქმების კანონითაა დაცული სამუშაო ბაზრის სხვა წარმომადგენლების მსგავსად. თუმცა, მათ მეოთხელზე მეტი არ არის დაცული არც ერთი სამართელბრივი დოკუმენტით ან აქტით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შინამოსამხახურეების 50 პროცენტის სამუშაო საათების რაოდენობა ლეგალურად განსაზღვრული არ არის ხოლო 45 პროცენტს კი არ აქვს უქმე დღეები და ხელფასიანი შვებულება.

ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, აზიის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში შინამოსამსახურეების ყველაზე მეტი რაოდენობა მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით კი მოსამსახურედ ქალების 7.5 პროცენტი მუშაობს. ახლო აღმოსავლეთში ყოველი სამი ქალიდან ერთი მომვლელი, ძიძა ან დამლაგებელია.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია შედარებით კონსერვატიულია, რადგანაც ვერ ხერხდება ოჯახში დასაქმებული ყველა მუშახელის აღრიცხვა. მარტინ ოცი მუშოაბის კოორდინაციის სპეციალისტია. მისი თქმით, ნამდვილი მონაცემები გაცილებით მაღალია:

„ეს იმის გამო ხდება, რომ ხშირად, შინამომსახურება დასაქმების ოფიციალურ ფორმად არ არის მიჩნეული და დამსაქმებელი რტადიციულ ვალდებულებებს არ იღებს დასაქმებულთან. “

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ მძიმე შედეგები აჩვენა, ოპტიმიზმის მიზეზი ჯერ ისე არის. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რომ შეცვალონ დასაქმების კანონები ისე, რომ ისინი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებს მიესადაგებოდეს.

მაგალითად, კანონმდებლობის შეცლა უკვე დაგეგმილია 13 ქვეყანაში: ავსტრალიაში, ბაჰრეინში, ბრაზილიაში, ჩილეში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ნამიბიაში, პარაგვაიში, სინგაპურში, ესპანეთში, ტაილანდში, ვიეტნამსა და ზამბიაში.
XS
SM
MD
LG