ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასწლეულის განვითარების ამოცანები


გაეროს მიერ ათასწლეულის განვითარების ამოცანების მისაღწევად სექემბერში სამიტი ჩატარდა, რომელზეც მსოფლიოს ლიდერებს ორიათას თხუთმეტი წლისთვის რვავე მიზნის მიღწევა დაევალა.

მონაწილეთა შორის იყო ამერიკის პრეზიდნეტი ბარაკ ობამა, რომელმაც ეს შესაძლებლობა გამოიყნენა და გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა. გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ ილაპარაკა ამერიკის ახალ, საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე და დეტალურად ისაუბრა ამ პოლიტიკის მნიშვნელობაზე ათასწლეულის მიზნების მისაღწევად.

პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დიპოლომატიისა და განვითარების ამოცანებს შორის კოორდინაციის მიზნით, მიმოიხილავდა პოლიტიკას, რომ ასევე მოხდებოდა ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს რესტრუქტურიზაციაც , რომელიც მსოფლიოს უპირველეს განვითარებად სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

ობამამ ასევე გამოკვეთა ახალი პოლიტიკის ოთხი ძირითადი პრინციპი. პირველი ეს არის განვითარების, როგორც ცნების გადაფასება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დახმარება, თავისთავად განვითარება არ არის, არამედ განვითარება გულისხმობს სხვების დახმარებას განვითარების მიზნით. გამოყენებულ უნდა იქნას ყველა რესურსი-დიპლომატიიდან დაწყებული, ვაჭრობითა და ინვესტიციებით დამთავრებული. მეორე პრინციპი ეს არის სიღარიბის მენეჯმენტიდან მდგრად განვითარებაზე გადასვლა, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემთ განვითარების გზები დასახონ პარტნიკორებთან კავშირის საშუალებით.

მესამე პრინციპის მიხეცვით, მაშინ როცა ეკონომიკური ზრდა ყველა ქვეყნის შემთხვევაში განსხვავებულია, გარკვეული პრინციპების ერთობლიობა- მეწარმეობის, ინფრასრუქტურაში ინვესტიციის, ვაჭრობის განვითარების და ანგარიშვალდებულების ჩათვლით აუცილებელია წარმატებული ფუნდამენტის მშენებლობისათვის. ამერიკა ამ მიმართულებით დაეხმარება ქვეყნებს და კორუფციის აღმოხვრაში, გამჭვირვალეობის შექმნასა და დემოკრატიისა და მშვიდობის დამყარეში შეუწყობს ხელს. კიდევ ერთი პრინციპია პასუხისმგებლობა და ურთიერთ ანგარიშვალდებულება. ამერიკა, კონგრესის მეშევობით, შეეცდება უზრუნველყოს რომ ამერიკული ინვესტიციები პარტნიორი ქვეყნების პრიორიტეტებს შეესაბამება და იმავდროულად, დონორი ქვეყნები ანგარიშვალდებული არიან თავიანთი დანაპირებისა.

პრეზიდენტმა ობამამ თავისი სიტვა დაასრულა განვითარებადი ქვეეყნების მოწოდებით -თვითონვე გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გზით.

და ბოლოს, ამერიკელმა ლიდერმა დასძინა, რომ ამერიკა ოცდამეერთე საუკუნეში ყველაფერს გააკეთებს რათა გლობალურ ლიდერად დარჩეს საერთაშორისო განვითარების კუთხით.

XS
SM
MD
LG