დღეს, ვაშინგტონში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის მორიგი შეხვედრა იმართება, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
ამ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტუმრობს.
დღეს კონფერენციის მუშაობის პირველი დღეა. შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნება სამხედრო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგების სერია და ჰუმანიტარული, სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების მიმოხილვა.
შეხვედრის მონაწილეებს უკვე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
პირველ პლენარულ სხდომაზე მონაწილეები მოუსმენენ ერაყსა და სირიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და განხილული იქნება ამ კამპანიის შემდეგი ეტაპი, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ერაყსა და სირიაში ამ ტერორისტული დაჯგუფების აღზევების და ხელახლა გააქტიურების შემთხვევაში.
Facebook Forum