ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯულიანის პარტნიორები დააკავეს


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ორი პარტნიორი, საკამპანიო ფინანსური დარღვევების ფედერალური ბრალდებით აეროპორტში, აშშ-დან გასვლის მცდელობის დროს დააკავეს.

სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე ლევ პარნასი და ბელორუსული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე იგორ ფრუმანი, ოთხშაბათ საღამოს ვირჯინიაში დააკავეს. ორივე მათგანი აშშ-ის მოქალაქქეები არიან.

ამ ორ პირს ბრალად ამერიკული პოლიტიკური კამპანიების უკანონო დაფინანსება ედება და ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში მოსამართლის წინაშე წარსდგებიან.

სავარაუდოდ, პარნასი და ფრუმანი, ჯულიანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის კორუფციაში ბრალდებების გამოძიებაში დაეხმარნენ.

იმავე შეთქმულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბრალი დამატებით ორ მოპასუხეს წარუდგინეს, კიდევ ერთ უკრაინული წარმოშობის ამერიკელ მოქალაქე - ანდრეი კუკუშკინს და დევიდ კორეიას. კუკუშკინი დააკავეს და სან ფრანცისკოს ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება. კორეია ჯერ არ დაუკავებიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG