ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გინგრიჩი სავარაუდოდ მოხსნის კანდიდატურას


ნიუტ გინგრიჩი სავარაუდოდ დატოვებს საპრეზიდენტო მარათონს, მას შემდეგ რაც მისმა ოპონენტმა მიტ რომნიმ ერთდროულად 5 შტატში მოიგო პრაიმერი. ზოგიერთი მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია რესპუბლიკელი ოფიციალური პირებისგან, რომ გინგრიჩი მომავალ კვირას მოხსნის თავის კანდიდატურას.

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შტატებში - კონექტიკუტში, პენსილვანიაში, დელავერში, როდ აილენდსა და ნიუ იორკში - გამარჯვების შემდეგ რომნი მთელს თავის ყურადღებას ნოემბრის არჩევნებზე და ბარაკ ობამაზე გადაიტანს.


XS
SM
MD
LG