ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ფრანკფურტში მომხდარი მკვლელობების გამოძიების პირობას დებს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ კვირის დასაწყისში, ფრანკფურტის გარეუბანში 9 ადამიანის მკვლელობის გამოსაძიებლად, „ყველაფერი გაკეთდება“.

დღეს მერკელმა თქვა: „არის ბევრი მინიშნება, რომ ეჭვმიტანილმა „მემარჯვენე, ექსტრემისტული, რასისტული მოტივებით იმოქმედა“.

პოლიცია აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირმა ფრანკფურტის გარეუბან ჰანაუში, ორ ჰუკა ბარს ცეცხლი გაუხსნა, ცხრა ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.

ხელისუფლებამ ეჭვმიტანილ მსროლელად დაასახელა 43 წლის კაცი, რომელიც თავის სახლში, დედასთან ერთად, მკვდარი იპოვეს.

სამართალდამცავებმა თქვეს, რომ ცდილობდნენ დაედგინათ, მას რომელიმე ჯგუფთან კავშირი თუ ჰქონდა და რომ სხვა ეჭვმიტანილებს არ ეძებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG