ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ გაერთიანების 20 წლისთავი იზეიმა


დაახლოებით ნახევარი საუკუნის მანძილზე გერნანია ორ სახელმწიფოდ იყო დაყოფილი. ცივი ომის ორ დაპირისპირებულ ალიანს შორის ქვეყნის მიწა და ხალხი იდეოლოგიით, მავთულხლართებითა და პოლიტიკური შეხედულებებით იყო გაყოფილი. 3 ოქტომბერს გერმანიამ გაერთიანების მე-20-ე წლისთავი აღნიშნა.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ოთხმა სახელმწიფომ, როლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში - შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საბჭოთა კავშირმა - გერმანია ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულად გაყვეს.

მაგრამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ყოფილ მოკავშირეებს შორის დაპირისპირება გაიზარდა, გერმანია ევროპაში პოლიტიკური რეალობისთვის თავის გართმევის საშუალებად იქცა. სამმა დასავლურმა სახელმწიფომ საკუთარი სექტორები გააერთიანა, ხოლო საბჭოთა კავშირმა კი თავისი სექტორისა და იქ მაცხოვრებელი ხალხის იზოლირება დაიწყო. 1949 წელს გერმანია ორ სახელმწიფოდ იყო გაყოფილი. ერთი იყო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა, იგივე დასავლეთ გერმანია და მეორე კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, იგივე აღმოსავლეთ გერმანია.

ორ ახალ სახელმწიფოს შორის მგზავრობა გართულდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დასავლეთ გერმანიაში ცხოვრება გაადვილდა. ამიტომ აღმოსავლეთ გერმანიიდან დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი დასავლეთში გადავიდა საცხოვრებლად. მათი უმეტესობა საზოგადოების კარგად განათლებული ნაწილი იყო.

1961 წლის 13 აგვისტოს, აღმოსავლეთ გერმანიის პოლიციამ და სამხედრო დანაყოფებმა ორ გერმანიას შორის დარჩენილი ერთადერთი გასასვლელი ადგილი დალუქა და მოგვიანებით ამ ადგილზე კედელი ააშენა. კედელი სიმაღლეში 3.5 ხოლო სისქეში 1.2 მეტრი იყო. ის თითქმის პირდაპირი გაგებით იქცა რკინის ფარდად და ცივი ომის ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ.

1989 წლის 9 ნოემბერს, აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ მოსახლეობის წნეხზე რეაგირების ნიშნად ბერლინის საზღვარი ნაწილობრივ გახსნა. ამას კი კედლის ნგრევა მოჰყვა და ცოტა ხანში ხელოვნურად აღმართული ბარიერი, რომელიც 40 წელზე მეტ ხანს ჰყოფდა ერს და მის ხალხს. კედლის დანგრევინდა ერთი წლის თავზე 1990 წლის 31 აგვისტოს ორმა გერმანიამ გაერთიანების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

1990 წლის 3 ოქტომბრეს გერმანია ოფიციალურად გაერთიანდა.

XS
SM
MD
LG