ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია და ჰოლანდია ავღანეთში მისიას აგრძელებენ


გერმანია და ჰოლანდია ავღანეთში მისიას აგრძელებენ

გერმანიამ და ჰოლანდიამ ავღანეთში თავიანთი მისიების გაგრძელებას დაუჭირეს მხარი. გერმანიის პარლამენტმა ავღანეთში საკუთარი ჯარისკაცების დარჩენას დაუჭირა მხარი კიდევ ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის მოსახლეობაობაში ეს იდეა არ სარგებლობს პოპულარობით.

ავღანეთის ჩრდილოეთში ამჟამად 4800 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება. წელს გერმანიის სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობა ავღანეთში 5350 ჯარისკაცამდე გაიზრდება, თუმცა 2012 წლის იანვრიდან მათი გამოყვანაა დაგეგმილი.

ჰოლანდიამ ექვსი თვის წინათ გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან, თუმცა ახალა 545 კაციანი კონტიგენტის გაგაზავნას აპირებს, რომლებიც ავღანელი პოლიციელების წვრთნის პროგრამას უხელმძღვანელებენ.

XS
SM
MD
LG