ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიოლნში ალჟირის 2 მოქალაქე დააკავეს


გერმანიის პოლიციამ კიოლნში ქრისტიანული დიდი მარხვის დასაწყისის აღსანიშნავ ყოველწლიურ კარნავალთან დაკავშირებით, სულ ცოტა, ორი ალჟირელი დააპატიმრა. ისინი დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დღეს ბერლინში, დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე დევნილთა თავშესაფრიდან აიყვანეს. მათ ბრალად ისეთი იერიშის დაგეგმვა ედებათ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენს.

გამოძიებაში სულ ოთხი ადამიანი ფიგურირებდა, რომელთაგან ორი არ დაუკავებიათ. გერმანიის პოლიციის პრეს-სპიკერი შტეფან რედიში ამბობს, რომ ოთხივეა ეჭვმიტანილი ისლამური სახელმწიფოს წევრობაში. ალჟირელი კოლეგების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გერმანელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მათ წვრთნა სირიაში გაიარეს.

XS
SM
MD
LG