ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანული თეატრალური დასის ინოვაცია


გერმანიაში უმცირესობების საკითხებზე დებატები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს

გერმანული თეატრალური დასი უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარი ისტორიების მოყოლაში ეხმარება
გერმანიაში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს რასის, რელიგიის და გერმანიის შავკანიანი მოქალაქეების შესახებ. დისკუსიის ნაწილს შეადგენს ისიც, შეუძლია თუ არა მასმედიას უმცირესობების შესახებ უფრო მეტი გააკეთოს. ბერლინის ერთ-ერთმა თეატრალურმა სტუდიამ თურქეთიდან და აფრიკიდან ჩასულ ადამიანებს მისცა ვიდეოკამერებზე გადაღების და პირადი ისტორიის მოყოლის საშუალება. ამას ყოველდღე ვერ ნახავთ, რომ თურქმა და გერმანელმა სკოლის მოსწავლეებმა გერმანიის პარლამენტში ვიდეო-გადაღებები აწარმოონ. ეს ბავშვები ინტერვიუს გერმანიის ბოშური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან წერენ და ეს ჩანაწერი არის ერთ-ერთი ეპიზოდი ბერლინის თეატრალური დასის ახალი გადაცემიდან რომლის სახელია „Ballhaus Naunynstrasse“. პროგრამას ამზადებენ წყვილი ახალგაზრდები, რომელთაც ტელევიზიაში და კინოში გამოცდილი ადამიანები ეხმარებიან. ერთსაათიანი ფილმის მიზანია ანახოს თუ რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნა.
„ბელჰაუსის“ ფილმებმა უკვე მოახერხეს საინფორმაციო გადაცემის ჰედლაინში მოხვედრა. ბოლო ფილმი რასიზმს და მასთან დაკავშირებულ დანაშაულს, ასევე შავკანიანებთან და თურქებთან დამოკიდებულებას ეხება.
პროგრამის დირექტორი ვერონიკა გერჰარდი ამბობს, რომ გადაცემის მიზანია უმცირესობების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა ხელოვნება ახლოს გაიცნონ.
გერმანიაში მიგრანტებს ისევ აქვთ პრობლემები იმასთან დაკავშირებით რომ ჩააბარონ ხელოვნების აკადემიაში ან ზოგადად იყვნენ ამ სფეროში. ეს ისევ ბურჟუაზიული ფუფუნებაა. ასე რომ ჩვენ ვაკეთებთ პროექტებს ამ რაიონში მცხოვრები ადამიანებისთვის და საერთოდ ყველასთვის, ვისაც სურს ამ პროგრამაში მონაწილეობა.
ბოლო პროექტი შავკანიანების თემას ეხება და გვიჩვენებს, თუ როგორია გერმანიაში შავკანიანი ადამიანების ყოფა. ახალგაზრდების გადამღებ ჯგუფს მათი უფროსი კოლეგები - ჟურნალისტი მაიკლ გოტინგი და რეჟისორი ჯენი ჯემბერი ხელმძღვანელობენ.
მაიკლ გოტინგის თქმით, მათ იმედი აქვთ რომ თურქ ბავშვებს ასევე შავკანიანებს და თეთრებსაც მოეწონებათ მათთან მუშაობა და ამ თემების გაკეთება. ის ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იფიქრო და ილაპარაკო შავკანიანებზე საჯაროდ ვინაიდან გერმანიაში მართალია პატარა მაგრამ დებატები ამაზე მაინც არსებობს.
ჯემბერის თქმით, მას სურს დაეხმაროს ახალგაზრდებს , რომ მონაწილება მიიღონ დებატებში თემაზე - საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალფეროვნების უკმარისობის თაობაზე.
ვფიქრობ ეს გრძელი ისტორიაა თუ სად არის ამის სათავე რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფები საზოგადოებაში მსჯელობის უფლებას გამოთიშეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ დაუბრუნდეთ ეს საშუალება .
ზოგიერთმა ახალგაზრდამ უკვე იცის თუ რისი თქმა სურს თავისი ფილმით. 19 წლის ამანდა წარმოშობით რუანდელი გერმანელია. ის ბერლინში სწავლობს.
მინდა ყველაფერი ნორმალურად იყოს. ხალხმა მიიღოს სხვა რეალობა, ის რასაც მე ვხედავ. გერმანია არ არის აბსოლუტურად თეთრი და ხალხმა ეს უნდა მიიღოს, ისე როგორც არის.
ფილმის ჩვენება კინოთეატრებში 15 აპრილისთვის არის დაგეგმილი. იმედია ის გერმანელებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქციასაც შეასრულებს.
XS
SM
MD
LG