ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია იმედოვნებს, რომ პანდემიას წლის ბოლომდე დაასრულებს


გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას წლის ბოლომდე დაამარაცხებს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ვირუსის ახალი, უფრო მარტივად გავრცელებადი შტამი სიტუაციას ართულებს და რისკებს ზრდის.

ამ დროისთვის, გერმანიას ახალი, ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამით დაავადების 16 შემთხვევა აქვს გამოვლენილი. გარდა ამისა, ქვეყანაში დაფიქსირებულია სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამის 4 შემთხვევა. როგორც რობერტ კოჰის სახელობის ჯანმრთელობის ინსტიტიტის დირექტორი, ლოთარ ვილერი ამბობს, ნებისმიერ შემთხვევაში დაავადებულად ითვლება პაციენტი, რომელმაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმოგზაურა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან თქვა, რომ ქვეყანაში, ასევე ელიან, რომ დაფიქსირდება ბრაზილიაში აღმოჩენილი შტამიც. "ბევრი სხვადასხვა ვარიაცია იქნება... ასე რომ, ნუ იმოგზაურებთ", განაცხადა მან.

ვილერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაიკეთონ კორონავირუსის აცრა, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.

ოთხშაბათს, გერმანიამ კიდევ უფრო გაამკაცრა პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვები. ქვეყანაში ე.წ ლოკდაუნი იანვრის ბოლომდეა გამოცხადებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG