ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დორტმუნდის პროკურატურა ეჭვმიტანილს ბრალს ჯერ ვერ უმტკიცებს


დორტმუნდის პროკურატურა აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც დაკავებულის ბრალეულობა დადგინდება. შესაბამისად გამოძიება ჯერ ვერ ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილი უშუალოდ მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსთან 3 მცირე აფეთქების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

თუმცა პირს, რომელსაც პროკურატურა დაჯგუფება ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრად მიიჩნევს, ჯერჯერობით არ გაათავისუფლებენ. დაკავებული წარმოშობით ერაყელი აბდულ ბესეტია. აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა და ერთი პოლიციელი.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ წერილში მითითებული მოთხოვნები ისლამურ ექსტრემიზმთან კავშირის შესახებ ეჭვებს აძლიერებს. ტერორისტული აქტის ავტორები მოითხოვენ, რომ გერმანიის სამხედრო ძალები გავიდნენ თურქეთიდან და ასევე დაიხუროს ამერიკის რამშტაინის საჰაერო ბაზა გერმანიაში.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ერაყის მოქალაქე ხელმძღვანელობდა 10-კაციან შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც 2015 წელს ჯერ თურქეთში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში მოხვდა. ეს ჯგუფი ადამიანთა გატაცებაში, გამოძალვაში, კონტრაბანდასა და მკვლელობებში იყო ჩართული.

თამაში მონაკოსან, აფეთქების გამო გადაიდო, დორტმუნდის ბორუსია მეორე დღეს გამართულ მატჩში ანგარიშით 3-2 დამარცხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG