ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველების პროტესტი პარიზში


ქართველების პროტესტი პარიზში
ქართველების პროტესტი პარიზში

„ შეწყვიტეთ აგრესია“, „შეწყვიტეთ საქართველოს ოკუპაცია“, ასეთი შეძახილებით გამოვიდნენ ქუჩაში უცხოეთში მცხოვრები ქართველები.

„ შეწყვიტეთ აგრესია“, „შეწყვიტეთ საქართველოს ოკუპაცია“, ასეთი შეძახილებით გამოვიდნენ ქუჩაში უცხოეთში მცხოვრები ქართველები და 2008 წლის ომიდან ორი წლის თავზე ევროპის სახვადასხვა დედაქალაქში ერთდროულად მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გამართეს.

საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით 50-მდე ქართველმა პარიზში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან მოიყარა თავი სადაც ორი საათის განმავლობაში საპროტესტო შეძახილები ქართული სიმღერის ფონზე გაისმოდა.

ამ დღეს თანამემამულეთა მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე ქართველებიც ჩამოვიდნენ. „ის რაც დღეს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს სურს არის წინააღმდეგობის გამოხათვა იმ ბარბაროსობის მიმართ რაც ჩაიდინა რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ. ეს იყო ჩვენი დიდი ტკივილი მაშირ როცა უცხოეთიდან ვადევნებდით თვალს მოვლენებს და უფალს ვთხოვდით რომ აელაგმა ბოროტის ძალის პარპაში საქართველოში“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ლევილში მოღვაწე მღვდელმსახურმა გიორგი სხილაძემ.

უცხოეთის ქართულ დიასპორებს, როგორც მათ მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებებიდან ჩანს, მსგავსი მობილიზებით სურთ, ერთის მხრივ, საოკუპაციო ძალებს შეახსენონ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ შეახსენონ ცივილიზებულ ევროპას ხმა აიმაღლოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG