ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინეს


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მან მხარი დაუჭირა, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას.

სხდომის შემდეგ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში.“

XS
SM
MD
LG